

დღეს საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი. გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსს საქართველოში 102 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებიდან 50 გახლავთ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 30 იმყოფება ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში ფიქსირდება და 207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამბობს მარინ ენდელაძე, – თბილისში – 168, იმერეთში-117, შიდა ქართლში-25, ქვემო ქართლში-7, სამეგრელო-ზემო სვანეთში-24, გურიაში-8 , კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში- 3 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტებს, ისინი იყვნენ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე. ამ დღეებში ინფიცირების მკვეთრი მატება არ არის, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,