არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით 9 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო სისტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფციის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია.

კონცეფცია შემუშავდა არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების გათვალისწინებით. იგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ფუნქციურ და სისტემურ გაუმჯობესებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას და შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებას.

დოკუმენტს ხელი 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე განახორციელონ კონცეფციაში მოცემული რეფორმები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კონცეფცია არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ღონისძიების ორგანიზატორებისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ხელმომწერი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” – ნინო ბურჯანაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – ლაშა ჩხარტიშვილი, „ევროპული საქართველო” – ელენე ხოშტარია, პარტია „სამართლიანობისთვის” – ეკა ბესელია, „ლელო საქართველოსთვის” – ბადრი ჯაფარიძე, პარტია „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი.

რას ითვალისწინებს სასამართლო სისტემის რეფორმირების ათპუნქტიანი კონცეფცია, გაეცანით ბმულზე