

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 10 752 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5866 ინფიცირებული, გარდაცვლილია – 72
კარანტინის რეჟიმში 5574 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1338.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამჟამად 4 886 ინფიცირებული მკურნალობს. ზოგი – სტაციონარებში, ზოგი – კოვიდსასტუმროებში, შედარებით მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები – საკუთარ სახლში.
კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტი, მათგან 61 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მძიმე პაციენტებიდან 9 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთი – ცხინვალიდან.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით, შემცირდა, ხოლო თბილისში – გაიზარდა. აჭარის რეგიონში 190 ახალი შემთხვევაა, თბილისში – 179.
იმერეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 10, კახეთში – 11 , მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში 3-3, სამცხე-ჯავახეთში – 4.
„ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი საფრთხე ახლა თბილისშია, – ამბობს მარინა ენდელაძე, – ამიტომ მოგიწოდებთ, დაიცავით რეგულაციები და გაუფრთხილდით ერთმანეთს“.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს