

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე).
შეჯიბრების ნახევარფინალში მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ერთმანეთს შეხვდნენ ბორისა და ხევის, ვაშლევისა და ხარაგაულის #2, სასულიერო გიმნაზიისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების გუნდები. ნახევარფინალში გაიმარჯვეს: ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხევისა და #2 საჯარო სკოლის გუნდებმა.
ჟიურის თავმჯდომარის, ხათუნა ტაბატაძის ინფორმაციით, ნახევარფინალში გამარჯვებულ გუნდებს შორის კენჭისყრით გამოვლინდა პირველი ფინალისტი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი. მეორე ფინალისტის ვინაობა 14 ნოემბერს გაირკვევა. ხვალ ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიისა და ხევის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდებიან.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,