

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკარანტინო ზონებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პირების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
ცესკოს ინიციატივით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება ზემოაღნიშნულ სივრცეებში საარჩევნო პროცედურების ორგანიზებისთვის.
მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. თამარ ჟვანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების კონსტიტუციური უფლების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა. შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები ამ მიმართულებით პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.
საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები შესაბამისი დადგენილების პროექტს დეტალურად განიხილავენ.
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს