

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გამოცხადდება, მხოლოდ ლოკალური შეზღუდვები დაწესდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, – ამ ადაპტაციის პერიოდში ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, თუმცა ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული წესებით. მთავარია, არ დაგვჭირდეს რეგულაციების დაწესება და გამკაცრება. ეს სერიოზულ რისკებს შეუქმნის ეკონომიკის აღდგენას“.
გახარიას ინფორმაციით, ცესკოსთან ერთად გადაწყვეტენ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კარანტინსა და საავადმყოფოებში მყოფი პირები.
პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ ხანდაზმულებს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს