

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ირმის მყვირალობაა აღბეჭდილი.
„დიდ ფიჭვს ვარ ამოფარებული. ქარიც ჩემს მხარესაა, სახეში მცემს და ხარის მძაფრი სუნი მოაქვს. ვხვდები, რომ ხარი ჩემთან ახლოსაა, მაგრამ ბეგი გვფარავს ერთმანეთისგან. მე მას ვერ ვხედავ, ის კიდევ მე. ველოდები. წამები საათებად მეჩვენება. მოთმინებას ვკარგავ. გადავწყვიტე ბეგს გადავადგე. და აი, სწორედ ამ მომენტში ისიც გამოჩნდა. ბეგს ამოვიდა და დაიბღავლა.
მალევე შემამჩნია და ისევე უცებ გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა“, – საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ფოტოს ავტორი ნიკა პაპოშვილი.
სექტემბერ-ოქტომბერი ირმის მყვირალობის პერიოდია.
ამ დროს იქ, სადაც ირემი ბინადრობს ხარირმის ამაღელვებელი ბღავილი ისმის, რითიც პარტნიორს მოუხმობს და ატყობინებს რომ შესაჯვარებლად მზადაა.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს