

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) ზაურ პაპუაშვილის სახელობის ფესტივალზე – „ცაცქურასეული“ – ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა. ფესტივალი ეროვნული და ეთნო უმცირესობათა მოსწავლე-ახალგაზრდობის პედაგოგ ქორეოგრაფთა გაერთიანების – „საქართველოს ერთსულოვნება“ ორგანიზებით თბილისში პროფკავშირების სასახლეში ჩატარდა. ქორეოგრაფ ზაზა ლურსმანაშილის ინფორმაციით, ფესტივალში „უბისის“ ორი თაობა მონაწილეობდა ცეკვებით „აჭარული“ და აფხაზური“. ანმსაბლის თითოეული წევრი ფესტივალში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა. ფესტივალის დასკვნითი გალა კონცეტრი დეკემბერში ფილარმონიაში გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლები.
წარმატებები ვუსურვოთ ანსამბლ „უბისს“.
ფოტოზე: „უბისის“ მოცეკვავეები ასრულებენ „აფხაზურს“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,