
„ენების ევროპული დღე“ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ამ დღისთვის მზადება სექტემბრის დასაწისში დაიწყო. 5-6 სექტემბერს ონლაინ ტრენინგი ჩატარდა ენების დღის აღნიშვნის მსურველი მასწავლებლებისათვის, სადაც დეტალურად განიხილეს ღონისძიებისთვის დაგეგმილი თითოეული აქტივობა თუ რესურსი. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ წელს 170-მდე სკოლამ გაიარა რეგისტრაცია და გაიზარდა რეგიონის სკოლების ჩართულობა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მშობლიური ენის გარდა, ფრანგულის, გერმანულის, რუსულისა და ინგლისური ენის სწავლის შესაძლებლობა აქვთ. ეს ზრდის მათ ენობრივ მრავალფეროვნებას. მოსწავლეები კონკურსში მოცემულ დავალებებში ადვილად ახერხებდნენ ევროპის ენების ამოცნობას სიმღერების, ცეკვების ჟღერადობის ფონზე.
ღონისძიების ფორმატი იძლეოდა საშუალებას, თითოეულ კლასს აერჩია სასურველი კონკურსი, ან რამდენიმე აქტივობაში მიეღო მონაწილეობა. ჩაებნენ ვიქტორინაში, კალამი მოსინჯეს მოთხრობების წერაში, ამოიცვნეს დროშების მიხედვით სიტყვები, იმღერეს, იცეკვეს ევროპის ხალხთა ცეკვები და შექმნეს კომიქსები. ბავშვები კარგად გაერთნენ და ბევრიც ისწავლეს ამ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობით. აქტივობები ქულებით შეფასდა და გამარჯვებულ მოსწავლეებს გოეთეს ინსტიტუტისგან გამოგზავნილი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ტალახაძე.
ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ინიციატივით, 2001 წლიდან ყოველ 26 სექტემბერს „ენების ევროპული დღე“ აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია ევროპის საბჭოს 47 ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.
2012 წლიდან „ენების ევროპული დღე“ საქართველოშიც აღინიშნება. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად. 2020 წლის ღონისძიებების ორგანიზატორი იყო გოეთეს ინსტიტუტი.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის