

ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრ „დენსინგ ქრეინთან“ არსებული საბავშვო ფილმების სტუდია, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის ხელმძღვანელობით, წარმოგიდგენთ ფილმს „რწყილი და ჭიანჭველა“, რომლის პრემიერაც „დენსინგ ქრეინის“ ქართული კულტურის ცენტრში 3 ოქტომბერს გაიმართა.
ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი ამ ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი, ფილმის მხატვარი – ირინე ჩუტკერაშვილი, სამხატვრო იდეების ავტორი – დავით მეტრეველი.
ფილმში მონაწილეობენ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ბავშვები: ნინი გავაშელი, გიორგი ნამიჭეიშვილი, სალომე მანია, მართა ჩალიგავა, ნათია ქეისი, საბა ნაკანი, დავით ნამიჭეიშვილი, ნინი გეთიაშვილი, ნათია ქესი, ნატალი ბედიაშვილი, ელენე ნაკანი, თეონა ზვიადაური, ლუსი ბეიჩნერი, ნიკოლოზ გავაშელი, ლიზი ლიპარტელიანი, ვალერია სტეპანოვა, დავით მეტრეველი, მიშა მეტრეველი.
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი იმედოვნებს, რომ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს ეს ფილმი მოეწონებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,