

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი შეუმცირდათ.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებებობის მშენებლობისთვის 1 კვმ-ზე მოსაკრებელი 2 ლარიდან ერთ ლარამდე შემცირდა.
კომერციული ფართების მშენებლობის მოსაკრებელი 1 კვმ-ზე კვლავინდებურად 2 ლარია, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში თითოეული გრძივი მეტრისთვის – 1 ლარი.
საკურორტო ზონაში ფიზიკურ პირებს ერთ კვმ-ზე მშენებლობისთვის 1,5 ლარის გადახდა მოუწევთ, კომერციული ფართის მშენებლობისთვის – 2 ლარის, ხოლო სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 5 ლარის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეს საკითხი განსახილველად მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა წარადგინა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოსაკრებლის შემცირება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მშენებლობა ისედაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ნინო კაპანაძე
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის