დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი 268 პირმა დაამარცხა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან 4 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსისაგან სულ 58 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით,  კორონავირუსი ბავშვებში მსუბუქი და საშუალო ფორმებით მიმდინარეობს და მძიმე პაციენტი არ ჰყოლიათ.

„რეგიონების მიხედვით, კვლავ აჭარა ლიდერობს,  თუმცა ინფიცირების რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, შემცირებულია. გუშინ აჭარაში 360 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს არის 348.

თბილისში კი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. დღეს 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში-59, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 19, მცხეთა მთიანეთში- 10. დანარჩენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები. კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმშიც.

4 გარდაცვლილი პაციენტიდან, სამი აჭარაში მკურნალობდა. 68 წლის მამაკაცს, 64 წლის ქალბატონსა და 84 წლის მამაკაცს ჰქონდათ თანმხლები დაავადებები და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. მეოთხე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“,- აღნიშნავს მარინა ენდელაძე და მოგვიწოდებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. თუკი მოსახლეობა ყველაფერს გააკეთებს, ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს.