მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, პანდემიის გამო, ვერ გაიმართა.
განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი სებისკვერაძის, ინფორმაციით, ამ კვირაში რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საუკეთესო პედაგოგებს სკოლებში ადგილზე აჯილდოებენ.
წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
წელს საუკეთესო მასწავლებლად დასახელდნენ:
ეკატერინე ქურდაძე – მარელისის საჯარო სკოლა;
სოფიკო ლომიძე – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
ირმა ჩაჩანიძე – ნადაბურის საჯარო სკოლა;
დარეჯან წიქარიშვილი – ვაშლევის საჯარო სკოლა;
ლიანა ჩადუნელი – ბორის საჯარო სკოლა;
ლენა ციცვიძე – ხიდარის საჯარო სკოლა;
იამზე პავლაძე – კიცხის საჯარო სკოლა;
მზევინარ კიკნაძე – ზვარეს საჯარო სკოლა;
ხათუნა ღონღაძე – მოლითის საჯარო სკოლა;
თეონა ბანცაძე – სარგვეშის საჯარო სკოლა;
ნანა ინასარიძე – ვახანის საჯარო სკოლა
მარიამ ხუციშვილი – ბორითის საჯარო სკოლა;
ინგა გლუნჩაძე – ბაზალეთის საჯარო სკოლა;
ალექსანდრე იჩქიტიძე – ღორეშის საჯარო სკოლა;
მადონა მაქაძე – ლეღვანის საჯარო სკოლა;
ნათელა კამკამიძე – სასულიერო გიმნაზია;
მზია კვინიკაძე – ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა;
ნინა ხუციშვილი – ხევის საჯარო სკოლა;
მედული კუპრაძე – წყალაფორეთის საჯარო სკოლა;
მამუკა ხიჯაკაძე – ვარძიის საჯარო სკოლა;
გოჩა ჩადუნელი – ხუნევის საჯარო სკოლა;
ლელა მჭედლიშვილი – ლაშის საჯარო სკოლა;
თეა ტალახაძე – ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;
ლელა ხელაშვილი – საღანძილის საჯარო სკოლა;
ნინო ჩხეიძე – წიფის საჯარო სკოლა;
მანანა სახვაძე – უბისის საჯარო სკოლა.
დაჯილდოების შემდეგ თავიანთი ემოციები გამოხატეს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგმა თეა ტალახაძემ და #3 სკოლის პედაგოგმა მზია კვინიკაძემ.
„დღეს მასწავლებელთა პროფესიული დღეა და მიხარია. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო, შრომატევადი, სახალისო და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ახლა რომ პროფესიის არჩევანის წინაშე ვიდგე, ისევ პედაგოგობას ავირჩევდი, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე, – მასწავლებლობა მუდმივი სწავლაა, ძიებაა სიახლეებისა. ბედნიერი ვარ, როდესაც მოსწავლეთა სიყვარულს, ბრჭყვიალა თვალებს, ინტერესებს ვხედავ.
მინდა, ჩემმა აღზრდილმა მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, ერთმანეთზე ზრუნვა და შრომა ისწავლონ. თუ ამას შეძლებენ წარმატებასა და ცნობადობას ისინი ადვილად მიაღწევენ.
მე ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. თუმცა სკოლამ ჩათვალა, რომ გამორჩევას ვიმსახურებდი და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის წინაშე წლის საუკეთესო პედაგოგად დამასახელა.
წარმატება და გამორჩეულობა ვის არ ახარებს, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ძალიან საპასუხისმგებლო ჯილდო მარგუნეს. გრიგოლ ხანძთელს დავისესხებ, ,,აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”.
მადლობა ჩემი სკოლის თითოეულ პედაგოგს ნდობისა და სიყვარულისთვის.(ამ პანდემიის გამო ერთი სრულფასოვანი წელიც არაა, რაც მეორე სკოლის მასწავლებელი ვარ) ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას, მერიას, საკრებულოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მომილოცა და ნდობა გამომიცხადა.
მე მეტი შემართებითა და პასუხისმგებლობით ვაგრძელებ მასწავლებლობას“.
📖📚დღეს მასწავლებელთა პროფესიული დღეა და მიხარია. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო, შრომატევადი, სახალისო და…
Posted by თეა ტალახაძე on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
„ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, მასწავლებელი რომ გვაწერინებდა ,,ვინ მინდა ვიყო” ყოველთვის მასწავლებელს ვწერდი, – ამბობს #3 საჯარო სკოლის პედაგოგი მზია კვინიკაძე, – ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგები მყავდა და ალბათ ამან იქონია გავლენა პროფესიის არჩევაზე, ჩემი საგნებისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია არ გავიხსენო მათემატიკის პედაგოგი გულნაზი ბერუაშვილი და ფიზიკის პედაგოგი რუსიკო ხაჩიძე და სხვანი, რომელთა გაკვეთილის მოსმენა ბედნიერება იყო ჩემთვის.
ერთი სიტყვით დღეს მასწავლებლის პროფესიული დღეა, მესამე საჯარო სკოლამ წარმადგინა რესურსცენტრში ჯილდოზე დააააააა მივიღე დიდი სითბო და სიყვარული ყველასგან. უღრმესი მადლობა ყველას ვინც ასე გამილამაზა დღევანდელი დღე და ლამაზი წუთები მაჩუქა, მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარინა ვეფხვაძეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლებს ქალბატონებს ლელა შარიქაძეს, ლალი სებისკვერაძეს, დავით კიკნაძეს და მესამე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მარინა ხვედელიძის ხელმძღვანელობით.
ასევე დიდი მადლობა ყველა ჩემ ნაცნობ მეგობარს მოლოცვისათვის.
ეს იყო წუთები რომელიც, არასოდეს დამავიწყდება, მადლობა სიყვარულისათვის.
ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, მოსწავლე რომ ვიყავი მასწავლებელი რომ გვაწერინებდა ,,ვინ მინდა ვიყო'' ყოველთვის…
Posted by მზია კვინიკაძე on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება ხარაგაულში 2018 და 2019 წლებშიც გაიმართა.
ფოტოზე: ჯილდოვდება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი