მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 5 ოქტომბერს მსოფლიო 1994 წლიდანაღნიშნავს.

ეს თარიღი ხარაგაულში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით აღინიშნა.

ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან თითო-თითო წარმატებული პედაგოგი დააჯილდოვეს.

სკოლების დირექციებმა მასწავლებლები, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლის, თეა ტალახაძის, ინიციატივით შემუშავებული დებულების თანახმად შეარჩიეს.

საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენა-დაჯილდოება ხარაგაულში ტრადიციად დამკვიდრდება.

პროფესიული დღე ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში შეკრებილ პედაგოგიურ საზოგადოებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ, მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მიულოცეს.

მათ ხაზი გაუსვეს მასწავლებლის უდიდეს როლს მოსწავლის პიროვნებად, საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბების საქმეში.

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით სამუსიკო სკოლის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლებმა გაალამაზეს.

საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ:
მზია ბერაძე – ხიდარის საჯარო სკოლა;
ქეთინო ცაბაძე – მოლითის საჯარო სკოლა;
ნათია ხიჯაკაძე – ლეღვანის საჯარო სკოლა;
ციალა სახვაძე – უბისის საჯარო სკოლა;
ლია კიკნაველიძე – ღორეშის საჯარო სკოლა;
ვერა ოდიკაძე – მარელისის საჯარო სკოლა;
მაყვალა მესხი – წყალაფორეთის საჯარო სკოლა;
ნატო არევაძე – ზვარეს საჯარო სკოლა;
მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;
ხათუნა ციცვიძე – სარგვეშის საჯარო სკოლა;
ხათუნა ცხელიშვილი – ხუნევის საჯარო სკოლა;
ნაზიბროლა ლაცაბიძე – ბორითის საჯარო სკოლა;
ლილი პაქსაშვილი – ვაშლევის საჯარო სკოლა;
ქეთინო პავლაძე – ბორის საჯარო სკოლა;
მანანა ტაბატაძე – ხევის საჯარო სკოლა;
დოდო ლილუაშვილი – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
ნელი შარიქაძე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია;
ნაირა (ნანა) კვინიკაძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
ნინო ლოლაძე – ბაზალეთის საჯარო სკოლა;
ჯუმბერ კვინიკაძე – ლაშის საჯარო სკოლა;
ირმა ყრუაშვილი – საღანძილის საჯარო სკოლა;
დალი პერანიძე – წიფის საჯარო სკოლა;
მარინე არჯევანიძე – კიცხის საჯარო სკოლა;
რუსუდან ქურდაძე – ვახანის საჯარო სკოლა;
ხათუნა გელაშვილი – ნადაბურის საჯარო სკოლა;
ფრიდონ ხიჯაკაძე – ვარძიის საჯარო სკოლა.