ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და განათლების პროფკავშირების ორგანიზებით ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან თითო-თითო, სკოლის კოლექტივების მიერ შერჩეული, წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 554 პედაგოგი 2 170 მოსწავლის სწავლა-აღზრდაზე ზრუნავს. საპენსიო ასაკს მიღწეული 56 მასწავლებელი წელს სკოლიდან დამსახურებული ჯილდოთი გააცილეს.
„მე, როგორც მასწავლებელი, შემქმნეს ჩემმა მოსწავლეებმა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მათ, ჩვენი შრომისა და ამაგის დაფასებისათვის,“ – მიმართა ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში შეკრებილთ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაყვალა (თამარ) სულიაურმა, – ჩემო კოლეგებო, მუდამ გქონოდეთ გაკვეთილის ჩატარები სურვილი.“
მადლობის სიგელებთან ერთად გამორჩეულ პედაგოგებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ მენტორი მასწავლებლები – ნინო გურეშიძე და ირმა ყრუაშვილი დააჯილდოვა, ხოლო ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი – ალექსანდრა ჭიპაშვილი.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებით სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა გაალამაზეს. კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აბრაამ ლინკოლნის „წერილი მასწავლებელს“ წაიკითხა.
საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ:
ეთერი პაპავა – ხიდარის საჯარო სკოლა;
ნანა ლომიძე – მოლითის საჯარო სკოლა;
ხათუნა მაღრაძე – ლეღვანის საჯარო სკოლა;
ნაზიბროლა სებისკვერაძე – უბისის საჯარო სკოლა;
მადონა ბარბაქაძე – ღორეშის საჯარო სკოლა;
ანა ჭყოიძე – მარელისის საჯარო სკოლა;
ნათია ტაბატაძე – წყალაფორეთის საჯარო სკოლა;
სოფიკო ჩიტაძე – ზვარეს საჯარო სკოლა;
მაყვალა (თამარ) სულიაური – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;
ხათუნა ციცვიძე – სარგვეშის საჯარო სკოლა;
ვეფხვია ლომიძე – ხუნევის საჯარო სკოლა;
ეკატერინე ბარბაქაძე – ბორითის საჯარო სკოლა;
ქეთინო ლურსმანაშვილი – ვაშლევის საჯარო სკოლა;
გიგა ბერაძე – ბორის საჯარო სკოლა;
უსუპი ხაჩიძე – ხევის საჯარო სკოლა;
მანანა ჯიქურიძე – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
ლემა ბერაძე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია;
ნინო ბუაჩიძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
ფიქრია ტალახაძე – ბაზალეთის საჯარო სკოლა;
ეთერი ლომსაძე – ლაშის საჯარო სკოლა;
მაია მესხიშვილი – საღანძილის საჯარო სკოლა;
ნინო ჩხეიძე – წიფის საჯარო სკოლა;
ელისო არჯევანიძე – კიცხის საჯარო სკოლა;
ლილი მანჯავიძე – ვახანის საჯარო სკოლა;
დოდო ხაჩიძე – ნადაბურის საჯარო სკოლა;
უჩა კოჩაძე – ვარძიის საჯარო სკოლა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს მსოფლიოში 1994 წლიდან აღინიშნება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი