
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. საქართველო კი მსოფლიოს ნაწილია. შესაბამისად გასაკვირი არ უნდა იყოს გაზრდილი მაჩვენებლები. მან ისაუბრა იმაზე, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს, შექმნილი არ არის. მიმდინარეობს სხვადასხვა ვაქცინის კვლევა.
„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ადაპტაციის გეგმა გვაქვს. კარგა ხანს მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება – ჩემი აზრით, სულ მცირე ერთი წელიწადი. სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება, ეს სამი შტო უნდა ვიყოთ ერთად. დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დამსაქმებლებს. მათ არ უნდა დაუშვან სიცხიანი თნამშრომელი სამუშაო ადგილზე. თუ რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება კორონავირუსი, კონტაქტები სწრაფად უნდა მოიძიონ.
სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა. მთავარი მაინც ჩვენი პასუხსიმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატოს რეგულაციების დაცვაში.
პირბადესთან ერთად უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას. ის ყველა წამალზე უკეთესი საშუალებაა ვირუსის პრევენციისთვის. დავიცვათ დისტანცია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის