

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერეს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 2020 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. საწარმოში ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის პროდუქტს თერმული დამუშავებით აწარმოებს. საწარმოს წარმადობა 12 საათში 5 ტონას შეადგენს. ამჟამად მასში 15 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც თევზის საკვებს აწარმოებს და ის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი