

5 ნოემბერს, ზესტაფონის კინოთეატრში, იმერეთის ექვსი მუნიციპალიტეტის წარჩინებული მეათეკლასელები განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დააჯილდოვა. პერსონალური კომპიუტერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა წარჩინებულ მეათეკლასელს გადაეცა.
წელს ამ პროგრამის ბენეციფიარებად განისაზღვრენ საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომელთაც გასულ წელს საბაზო საფეხურის დასრულებისას ყველა საგანში დაიმსახურეს ათი ქულა დამრგვალების გარეშე.
პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ:
ნინო ჭყოიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ლევან გორგაძე, ვარლამ გრიგალაშვილი, ბექა შავიძე (ხევის საჯარო სკოლა). ამჟამად ბექა შავიძე ქუთაისის კადეტთა კორპუსში სწავლობს;
ლანა ღონღაძე, ფერიდე ბერაძე, გვანცა ბერაძე ( ბორის საჯარო სკოლა);
კოტე გოგსაძე, თინათინ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა).
განათლების სამინისტროს პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.
წელს საქართველოს მასშტაბით პერსონალურ კომპიუტერს 1 626 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,