

პანდემია გრძელდება და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით მდგომარეობა უფრო და უფრო დაძაბული ხდება.
პირველ ოქტომბერს საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში I-VI კლასების მოსწავლეებისათვის სწავლა განახლდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, რომ სიცხიანი ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
„თუ ბავშვს ტემპერატურა აუწევს, დარეკეთ 112-ში ან მიიღეთ ოჯახის ექიმის კონსულტაცია. სკოლის პერსონალი მოტივირებული უნდა იყოს, რომ სკოლაში ინფექციის გავრცელება არ დაუშვას.
თუმცა, ინფექციის კერა სკოლაში თუ დაგვიფიქსირდება, პანიკას არ უნდა მივეცეთ. ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით უნდა ვიმოქმედოთ. ასეთი შემთხვევისთვის სტანდარტული რეკომენდაცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს დამოკიდებულია ინფიცირებულთა რაოდენობაზე; იმაზე, თუ რომელ კლასებში ფიქსირდება ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგები რეკომენდაციებს, სკოლის პერსონალთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.
19 ოქტომბერს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებსა და უფროს კლასებში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ეს მობილობის ზრდის დიდი რისკია, მაგრამ არ უნდა იქცეს ინფექციის გავრცელების დიდ სტიმულად.
ჩვენ ვსწავლობთ და ვისწავლეთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბალანსის დაცვა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირებულები, სწრაფად მოვახდინოთ დაავადებულებისა და მათი კონტაქტების იზოლირება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს