

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულის გამოვლენის პირველი შემთხვევიდან ამ დრომდე, covid-19-ით ინფიცირების 6640 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებულთა 52% გამოჯანმრთელდა. 40 პაციენტი გარდაიცვალა.
– ბოლო 24 საათის განმავლობაში 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, – 3154 ინფიცირებული პაციენტიდან 35 კრიტიკულად მძიმეა; მათგან 33 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
დღევანდელი 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაშია გამოვლენილი, 96 – იმერეთში; 62 – თბილისში; 15 – სამეგრელო-ზემო სვანეთში; 9 – სამცხე ჯავახეთში; 7 – გურიასა და შიდა ქართლში; 2 – კახეთში.
6 პაციენტი საზღვარგარეთ დაინფიცირდა. ყველა ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს აქტიური დატესტვა. ამიტომ გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა იმატებს. მისი ვარაუდით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე დღეს გასტანს და შემდეგ შემთხვევათა რაოდენობა დაიკლებს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს