

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (11.7 კმ), ხევი-უბისას (12.2 კმ) და უბისა-შორაპანის (13 კმ) მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 50 ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 4 გვირაბი უკვე გაჭრილია.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულება.
ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა