გვანცა გოგსაძე წლინახევრის გოგონაა, რომელსაც დაბადებისთანავე სპინალური ამიოტროფია (SMA) დაუდგინდა, ფატალური დაავადება, რომელიც კუნთების დეგენერაციით მიმდინარეობს და მკურნალობის გარეშე სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წელია.

ამ დაავადების მკურნალობა ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში, საქართველოში კი საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

ამიტომ, გასული წლის ივლისში მეგობრების და შემომწირველების დახმარებით გვანცას ოჯახი საფრანგეთში წავიდა თავშესაფრის მაძიებლად იმ იმედით, რომ ბავშვი ევროპის სახელმწიფო დახმარების პროგრამით მიიღებდა მკურნალობას. საფრანგეთმა მკურნალობაზე უარი თქვა და ოჯახი იტალიაში გადავიდა, სადაც ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების შედეგად რომში არსებულ კლინიკა „ბამბინა ჯესუ“-ში მოხვდა.

ამავე კლინიკაში მოხდა გვანცას ჩართვა სპინრაზა (SPINRAZA) მედიკამენტით მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამაში. გვანცა უკვე 1 წელია მკურნალობს და ყოველი ინექციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

ვინაიდან იტალიაში ჩასული ოჯახი უსახლკაროდ იყო, 4 თვის განმავლობაში კლინიკამ მათ მკურნალობის პარალელურად, პალატაში ცხოვრობის უფლება მისცა. ამ დროის გასვლის შემდეგ კი მკურნალობა ბინაზე გაგრძელდა, რის გამოც ოჯახს ბინის ქირაობა მოუწია.

რომში მცხოვრები ქართველების დახმარებითა და  დროებითი სამუშაოს წყალობით, ოჯახი ბინის ქირის გადახდას ახერხებდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო დღეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. იგვიანებს იტალიაში ცხოვრების უფლების დოკუმენტაციაც, რომელიც სარაკანტინო რეჟიმით არის გამოწვეული.

ამ მომენტისთვის ოჯახს ბინის ქირაობის ყოველგვარი რესურსი ამოწურული აქვს და მომდევნო თვიდან ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება, რაც მკურნალობის შეწყვეტასაც ნიშნავს.

დღეს, გვანცას გადარჩენა მომდევნო თვეების ბინის ქირის თანხის შეგროვებით შეგვიძლია.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენთან ერთად გააგრძელებთ ბრძოლას გვანცას გადასარჩენად.

დახმარების მსურველთათვის:

საქართველოდან: დედა – თინათინ მჭედლიშვილი, TBC ბანკი, ანგარიში: GE60TB7305045064300006, პირადი ნომერი: 40001008198

საზღვარგარეთიდან: https://gf.me/u/y2y3hg