

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ იუზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ითხოვს ხარაგაულში ბოინის ამოქმედებას. ამჟამად ხარაგაულში ხორცი მზადდება მალულად, ხარისხის გაუკონტროლებლად ან – ზესტაფონის ბოინიდან ამოტანილი ხორცი იყიდება ძვირად. 2014 წლის იანვარში მიღებული კანონის შესატყვისად, მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს პირუტყვის ერთი სასაკლაო მაინც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ბოინის მოწყობა არის კერძო ბიზნესი და თუ ვინმე დაინტერესდება აღნიშნული საკითხით, ადგილობრივი ხელისუფლება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
საკრებულოს აპარატის უფროს ლენა კალანდაძის თქმით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ სახელით ამ საკითხზე წერილობით მიმართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოვისმენთ მათ პოზიციას ამასთან დაკავშირებით.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,