საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ 3 ნოემბერს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, გასცნობოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკს, რომელიც შეიმუშავა საკრებულომ ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ „საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარეს არავითარი უფლება არ აქვს, საკრებულოს წევრს დაუნიშნოს შეხვედრა ამომრჩეველთან და მითუმეტეს, – მომთხოვოთ ამ შეხვედრის ოქმების წარმოდგენა. საკრებულოს დეპუტატი არავის წინაშე არ არის ვალდებული, მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ ვინმეს ჩააბაროს ანგარიში,“ – ამბობს რომან შერგელაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხარაგაულის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ზაალ ორბელაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია დაიცვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესები. თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოს უფლებას აძლევს რეგლამენტით განსაზღვროს მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი. რაც შეეხება თვითონ რეგლამენტს, გაიარა სახელმწიფო ზედამხედველობისაგან სამართლებრივი ექსპერტიზა და ის სრულად შესაბამისობაშია კანონთან. თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მეოთხე პუნქტის ბ ქვეპუნქტი საკრებულოს აძლევს უფლებას რეგლამენტით დაადგინოს  მოქალაქეებთან შეხვედრის წესი, ეს წესი დადგენილია რეგლამენტის 130-ე მუხლით.

kharagaulis_sakrebulo-(8)

თამთა გოგოლაძე