საქართველოში დღეს კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა დიდი წილი აჭარაზე მოდის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ აჭარაში 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„დღეს იმერეთში 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კახეთში – 6, თბილისში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 2.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით დავადებულთა შორის 17 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მძიმე და საშუალოზე მსუბუქი. რაც შეეხება 26-ე გარდაცვლილ პაციენტს, – 70 წლის მამაკაცს, – გულ-სისლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები. მამაკაცი გახლდათ 70 წლის”.

ჩვენს ქვეყანაში დაავადების გამოვლენის პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 664-ს მიაღწია.
გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსისაგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1759-ია.  კარანტინის რეჟიმში რჩება 5584 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში – 781.