

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პირველი ეტაპის ტრენინგები დაიწყო. ტრენინგებს საუბნო კომისიების ყველა წევრი გაივლის.
ხარაგაულში ტრენინგები საოლქო საარეჩვნო კომისიის შენობის საკონფერენციო დარბაზში ტარდება. ტრენინგს არჩილ ბლიაძე უძღვება.
ტრენინგის მონაწილე #17 მოლითის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გულნარა კიკნაძე ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან საქმიანობს.
„წელს ტრენინგში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან პანდემიის გამო არჩევნების დღეს დამატებითი რეგულაციების შესრულება მოგვიწევს. ვთვლი, რომ ამ საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია,“ – ამბობს გულნარა კიკნაძე.

„თითქმის ყოველწლიურად საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის. ამ ცვლილებების გაცნობა თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესებში 2002 წლიდან ვარ ჩართული, სიახლეების გასაცნობად ტრენინგებს ყოველთვის ვესწრები,“ – ამბობს ქვების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზვიად ქურდაძე.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,