

კორონავირუსის პანდემიის გამო ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირება შეჩერებულია.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი ამბობს, რომ თვენახევარია, ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელოდება, თუ როდის შეძლებენ ბიბლიოთეკები საქმიანობის განახლებას.
„ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში უსინათლოთა პროგრამის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი, – უსინათლოთა პროგრამა ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მიმდინარეობდა. თუ ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი არ გაიხსნა, პროგრამის მონაწილეები მეცადინეობას ვერ შეუდგებიან.
ჯანდაცვის სამინისტროდან „ჩემი ხარაგაულის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკების ამოქმედებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავეს.
თუ ბიბლიოთეკა ამ რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებს, საქმიანობის განახლება ნებადართულია.
ნინო კაპანაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს