7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების ონლაინ რეჟიმში მიღება მიმდინარეობს.

გრანტის მოპოვების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

ელექტრონულ განაცხადს ავსებენ აბიტურიენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასევე, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის) საგანმანათლებლო პროგრამებზე.

უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი და დაეთანხმოთ რეგისტრაციისათვის აუცილებელ პირობებს. რეგისტრაციის დასრულებისათვის უნდა დადასტურდეს ტელეფონის ნომრის სიზუსტე. შესაბამისად, თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ უნიკალურ კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ პორტალზე.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ბმულზე.

შეკითხვების შემთხვევაში  დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.