მოხარული ვარ, რომ დღეს მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ გამორჩეულ ქალაქში ვიმყოფები.
აღსანიშნავია, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდით დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ერთად დგომითა და ბრძოლით, ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება დავაბრუნეთ და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ.
მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და 2012 წლიდან, მხარეში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.
მასშტაბური პროექტების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში როგორც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოს დაცვას, ისე, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გაზრდის ხარჯზე იგრძნოს.
მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, მიღწეული წარმატებით არც თქვენ და არც ჩვენ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ.
რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და საჭიროა 24-საათიანი მუშაობა მათ დასაძლევად. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურას და აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.
მინდა, წარმატებები და გამარჯვებები გისურვოთ!
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი