

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონში, ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკას.
2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო.
ადამიანი მთავარი ღირებულება გახდა, ხოლო მისი უფლებების დაცვის სტანდარტი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების დონეზე ავიდა. ბევრ სფეროში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია არსებული ვითარება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითისთვის შრომითი უფლებები კარდინალურად გააუმჯობესა, აღადგინა წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმებული ინსტიტუტები, კანონმდებლობა და ზოგადად ევროპული სტანდარტების მიმართულება გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ, საბოლოოდ კი ერთიან ევროპულ ოჯახში, ძლიერი ეკონომიკითა და უნიკალური ქართული კულტურით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, ბოლო წლების განმავლობაში თუ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სოფლებში მისასვლელი გზა, რა პროგრამები განხორციელდა ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანი ძალისხმევა, რომ შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარება.
მჯერა, თქვენი მხარდაჭერითა და თანამდგომით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ზესტაფონის გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ამ რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა