
ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში სულ 2758 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაავადებულთა დიდი წილი აჭარაზე მოდის.
„196 შემთხვევა ასე ნაწილდება: ბათუმი – 144, ქობულეთი – 1, თბილისი – 29, ქუთაისი – 7, საჩხერე – 1, გორი – 4, გარდაბანი – 3, ოზურგეთი – 4, ზუგდიდი – 2, ფოთი – 1, მცხეთა – 1.
განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია აჭარისკენ. იმედია, ძალიან მალე მოხდება ამ კერის ლოკალიზება.
ყველა რეგიონში კოვიდინფიციებულთა რაოდენობა მცირდება. ცხელ წერტილად მხოლოდ აჭარა რჩება.
დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს ამ ვირუსს. საწოლფონდი არის საკმარისი რაოდენობით. უსიმპტომოებისთვის სადამკვირვებლო და სამეთვალყურეო სასტუმროები შეიქმნა. ყველაზე მთავარია, ბევრი მძიმე შემთხვევა არ გვყავდეს“, – აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.
ამჟამად, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი