

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა გამოკითხულთა მხოლოდ 43%-მა მიიღო; რესპონდენტთა 57% კი აცხადებს, რომ მათ მთავრობისგან არანაირი ფინანსური მხარდაჭერა არ მიუღია.
გამოკითხვა ასევე შეეხებოდა ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს. გამოკითხული მოსახლეობის 56% ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების საფასურს ასახელებს.
განათლების სისტემის მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 27%-ს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მიაჩნია, 22% – მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია.
საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა.

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა