
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძისგან მოვიპოვეთ.
კორონავირუსზე უარყოფითია ასევე იმ ოჯახის წევრების პასუხები, სადაც ინფიცირებული პოლიციელი სამძიმარზე იმყოფებოდა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსზე გეგემიური ტესტირება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ პოლიციელებს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს.
ტესტირება ჩაუტარდა იმ 13 მასწავლებელს, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ. კორონავირუსი არც მათ დაუდასტურდათ.
-ტესტირება ასევე სავალდებულოა მიკროავტობუსების მძღოლებისთვის, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – თუმცა ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, არ ცხადდებიან.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ჯარიმა 3 ათასი ლარია, თუ მძღოლს გეგმიური ტესტირება არ აქვს ჩატარებული.
ამჟამად ხარაგაულში მშვიდი ეპიდემიოლოგიური მდგომარებაა, მაგრამ აუცილებელია, რომ მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.
კორონავირუსი საშიშია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
ნინო კაპანაძე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე