
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 25 პაციენტის დაავადების წყარო აჭარის რეგიონს უკავშირდება.
„დაავადებული პაციენტებიდან 5 მათგანის დაავადების წყარო მაღაზია “დონას” უკავშირდება, 18 პაციენტრს აჭარაში მოგზაურობის ისტორი აქვს, 18 მათგანი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 – შემოტანილი შემთხვევა, მათგანი ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 5 – სამედიცინო პეარსონალი, 8 ადამიანზე ინფიცირების წყაროს მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
კოვიდცენტრებში 269 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4 პაციენტის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმეა, 18 საშუალო სიმძიმის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით მომატებული შემთხვევათა რიცხვი უკავშირდება გაზრდილ მობილობას აჭარის რეგიონში, მისი შეფასებით ეს კორონავირუსისი მეორე ტალღა არ არის.
„დაავადების მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ველოდებით, როცა რესპირატორული დაავადებებისა და სეზონური გრიპების შემთხვევებიგახშირდება. ვინაიდან საქართველოში დაავადებების ასეთი მაჩვენებელი გვაქვს განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. პირბადის გამოყენება აუცილებელი არა მხოლოდ დახურულ სივრცეში არამედ ღია ცის ქვეშ, როცა დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე