
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის, მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა.
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:
ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.
განისაზღვრა გაკვეთილების ჩატარების მაქსიმალური რაოდენობაც. დღეში უნდა ჩატარდეს არაუმეტეს 3 გაკვეთილი. დაგეგმილი გაკვეთილი სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას უნდა შეიცავდეს, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.
რაც შეეხება შეფასებას, სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება იწარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
სკოლა ვალდებულია, სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ბრძანების მიხედვით, თუ მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას, ან არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად.
სკოლის პრეროგატივაა, რომ არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე