კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 12 ქალაქ ბათუმის კლასტერს განეკუთვნება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„44 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: 7 არის  მაღაზია „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევა. 12 კოვიდინფიცირებული ქალაქ ბათუმში იმყოფებოდა. 12 ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ვირუსით დაინფიცირებულ პირთან. 2  გახლავთ ეპიდკერაში მოგზაურობის მქონდე პირი. 5 გახლავთ სხვა ქვეყნიდან შემოსული პაციენტი. ასევე, 3 სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა ვირუსი. 3 შემთხვევაზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა. მძიმე პაციენტთა სიაში კი 17 პაციენტია. დანარჩენი დაავადებულების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი. ქვეყანაში გარკვეულწილად არის მატება, რაც თავისთავად ითხოვს არსებული რეგულაციების კონტროლს. ეს არ ნიშნავს ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებას“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.