

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, EDC-გარემოს დამცველთა კლუბი, მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ დაფინანსებით ერთობლივად ახორციელებს პროექტს კლიმატის კვირეულის (20-27 სექტემბერი) ფარგლებში.
კლიმატის კვირეულის აღნიშვნის მიზანია, კლიმატის ცვლილებისა და შერბილების შესახებ თემის ინფორმირებულობა.
კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის ცხადდება სლოგანებისა და ესსების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს. საკონკურსო ნამუშევარზე მოსწავლემ უნდა მიუთითოს სახელი და გვარი, სკოლის სრული დასახელება, კლასი.
საკონკურსო ნამუშევარი: ესსე, სლოგანი-მოწოდება ელექტრონული სახით უნდა გადმოაგზავნოს ფოსტაზე teatalaxadze@gmail.com
ნამუშევრების გამოგზავნის ვადა: 15-23 სექტემბერი.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება-27 სექტემბერი.
გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გაზეთში „ჩემი ხარაგაული“.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
ყველაზე აქტიური სკოლა დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით.
გისურვებთ წარმატებებს!
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,