
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიები დააკომპლექტა.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მუნიციპალიტეტები 30 მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანდა.
მეოცე მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებულია საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. მათგან ძირითადი ჭიათურის საოლქო საარჩვევნო კომისიაა, ხოლო საჩხერისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქები – დამხმარე.
ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩვევნო კომისიაში ექვს წევრს (მათ შორის ერთი დროებითი წევრი) ნიშნავს/ირჩევს ცენტრალური საარჩვენო კომისია, ხოლო – ექვს წევრს უფლებამოსილი პარტიები. ამ ექვსი წევრიდან სამი წევრის დანიშვნის უფლება აქვს პ/გ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, ხოლო თითო-თითო წევრს ნიშნავს პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პ/გ „ევროპული საქართველო“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
უფლებამოსილი პარტიებისგან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის ვადა გუშინ, 8 სეტქმბერს ამოიწურა.
საჩხერის საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარე მარინა მუმლაძეა, მდივანი ეკა მოსიაშვილი,
ჭიათურის საოლქო საარჩვევნო კომისიის თავმჯდომარე – მამუკა სამხარაძე, მდივანი ელისო სოფრომაძე.
ხარაგაულის საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძეა, ხოლო მდივანი მაყვალა სულაქველიძე.
ვრცლად საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას გაეცანით ბმულზე.
#20 მაჟორიტარულ ოლქში 15 ივლისის მონაცემებით 103 587 ამომრჩეველია.
ფოტოზე: #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია
ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულმა მეწყერმა მდინარე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.