
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო დღეებში, საგრძნობლად იზრდება.
როგორი ეპიდსიტუაციაა იმერეთში, – ამის გასარკვევად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს დავუკავშირდით.
„დაავადების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნის შემდეგ მთლიანად მინდობილი ვიყავით იმაზე, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კლასტერული აფეთქება სვანეთსა და აჭარაში მივიღეთ.
იმერეთში გუშინწინ ლაბორატორიაში რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ორი ინფიცირებული იმერეთში მცხოვრებია. ერთი საკარანტინე სივრციდანაა, მეორეს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. საბედნიეროდ, კორონავირუსი მათ კონტაქტებში არ გამოვლენილა.
იმერეთში გუშინ დაფიქსირდა ინფიცირების სამი შემთხვევა და მათ კონტაქტებს დღეს ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ.
მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის სახუმარო ინფექცია. ახლა რესპირატორული ინფექციების სეზონი მოდის და მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში და დავიცვათ სოციალური დისტანცია!
ეს ძირითადი რეკომენდაციები ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობა შევინარჩუნოთ. სხვაგვარად მარტო ექიმები ვერაფერს შევძლებთ. არავის ჰქონდეს ილუზია, ინფექცია მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის მუშაობის ხარჯზე დამარცხდება. ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ მოსახლეობა გვერდით არ დაგვიდგა “.
რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ხარაგაულში მშვიდი სიტუაციაა და თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება.
ნინო კაპანაძე
ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულმა მეწყერმა მდინარე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.