
ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია #დაინახეყველაფერი აცხადებს იდეების კონკურსს 15-18 წლის ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსის მიზანია, მონაწილეებმა შეიმუშაონ იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ არსებული სტიგმის დასაძლევად, ორი მიმართულებით: საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა ან/და ინკლუზიური და სტიგმისგან თავისუფალი გარემოს მხარდაჭერა.
იდეათონი მოიცავს 23-26 სექტემბერს დაგეგმილ ცნობიერების ამაღლების ოთხ ონლაინ სემინარს, რომელთა საფუძველზეც მონაწილეებმა, ინდივიდუალურად ან გუნდურად (არაუმეტეს 3 ადამიანისა), უნდა განავითარონ იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სამი გამარჯვებული კამპანიური ხასიათის პროექტის განხორციელებას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი.
სესიები Design thinking-ის მეთოდის გამოყენებით ჩატარდება. შესაბამის ექსპერტთან ერთად, ახალგაზრდების მენტორები იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, მათი მშობლები და გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტები.
სემინარები მოიცავს შემდეგ თემატიკას:
საკომუნიკაციო პროექტის თემატიკის შერჩევისა და პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეების პროექტს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშია გაეროს ბავშვთა ფონდისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და მათი მშობლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 2 ოქტომბერს. ჟიურის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება კამპანიის „დაინახეყველაფერი“ Facebook გვერდზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად, არაუგვიანეს 21 სექტემბრისა. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია მომცემულ ბმულზე: https://bit.ly/2ZjnLIZ
იდეების კონკურსს ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანია #დაინახეყველაფერი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ინიციატივით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.
ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულმა მეწყერმა მდინარე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,
დღეს, 13 აგვისტოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.