

კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სკოლის სველი წერტილები ყოველი დასვენების შემდეგ სანიტარულად უნდა დამუშავდეს. ამისთვის კი გამართული წყალმომარაგების სისტემა აუცილებელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 23 სკოლაში უწყვეტი წყალმომარაგებაა. ეს ინფორმაცია სკოლების დირექტორებისგან მოვიპოვეთ.
სამ სკოლას – ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიას წყალი, დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მსგავსად, გრაფიკით მიეწოდება.
„ძალიან წვალობენ დამლაგებლები, – ამბობს ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე, – შრომის ინსპექციას ველოდებოდით სკოლაში. ამიტომ დამლაგებლებს ვთხოვე და შაბათ-კვირას იმუშავეს. ეს ხომ მათი უფლებების დარღვევაა?! გრაფიკით წყალი ისეთ დროს მოდის, რომ დასუფთავებას ვერ ასწრებენ.
განათლების სამინისტრო საქმის კურსშია. დაგვპირდნენ, რომ 4 ტონიან ავზს შეგვიძენენ. სკოლის ორივე სართულზე სასმელი წყლის აპარატებს დავაყენებთ“.
ავზს შეუძენს სამინისტრო ხარაგაულის #2 სკოლასაც. რაც შეეხება სასულიერო გიმნაზიას, მათ ავზი უკვე შეიძინეს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს