ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მოსწავლეთა მშობლებს საზრუნავი ემატებათ.
როგორ ახერხებენ ოჯახები შვილებისთვის სასკოლოდ მომზადებას, – ამის შესახებ რამდენიმე ხარაგაულელს ვესაუბრეთ.
სოფელ კიცხში მცხოვრები მზია ბერაძის სოციალურად დაუცველ ოჯახში ორი მოსწავლეა. გაზრდილი ფასების პირობებში მზიას შვილებისთვის ახალი ტანსაცმლის შეძენა უჭირს. მან სახელმწიფოსგან ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად მხოლოდ ერთი შვილის დარეგისტრირება შეძლო.
„არ ვიცი, რატომ ვერ მოვახერხე მეორე შვილის დარეგისტრირება, – ამბობს მზია, – 200 ლარი როგორი დასაკარგია?! სოფელში ბევრს ვშრომობთ, მაგრამ ოჯახის რჩენა აქ მოწეული მოსავლით ძნელია. მეუღლეს მუდმივი სამუშაო არ აქვს“.
ხარაგაულელი იამზე დვალი ტყუპი გოგონების დედაა. შვილები სასულიერო გიმნაზიაში სწავლობენ და ამიტომ საჯარო სკოლებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ.
„როგორც სოციალურად დაუცველები, გასული წლების მსგავსად, ალბათ, წიგნებს უფასოდ მივიღებთ, მაგრამ წიგნს რომ რვეული მოჰყვება, ის თითქმის წიგნის ტოლფასი ღირს. შვილების ყველა საჭიროება რომ დავაკმაყოფილოთ, 500 ლარზე მეტი მაინც დაგვჭირდება“, – ამბობს იამზე დვალი.
„მე, ჩემი მეუღლე და დედაჩემი ვმუშაობთ. შედარებით სტაბილური შემოსავალი გვაქვს და ამიტომ სასკოლოდ შვილების მომზადებას მოვახერხებთ, – ამბობს ხარაგაულელი გივი კურტანიძე, – თუმცა, ზოგადად, ფასები, გასულ წელთან შედარებით, ყველაფერზე გაზრდილია.
ოჯახებისთვის ფინანსურად მძიმე ტვირთია სასკოლოდ შვილების მომზადება, – ამბობენ ხარაგაულელები.
ხარაგაულის მაღაზიებსა და ზესტაფონის ბაზრობაზე სასკოლო ჩანთების ფასი, ხარისხისა და ზომის მიხედვით, 30 ლარიდან იწყება; პერანგების, შარვლებისა და ქვედაბოლოების – 15 ლარიდან, ბავშვის ფეხსაცმელი 30-დან 50 ლარამდე დაგიჯდებათ.
რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთებს, რვეულები 50 თეთრიდან 1.5 ლარამდე მერყეობს. კალმები 20 თეთრიდან 1.3 ლარამდე. ფერადი ფანქრები 1 ლარიდან – 14 ლარამდე ღირს. პენლების ფასი 2.5 ლარიდან იწყება და საშუალოდ 15 ლარი ღირს. გუაშების, სახატავი რვეულების, ფლომასტერების საშლელებისა და სათლელების ფასებიც განსხვავებული და მერყევია.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი