

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 9 სექტემბერს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან პირადად ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა, ჯამში კონკურსი გამოცხადდა 21 942 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში და გამოქვეყნებულია ცესკოს ვებგვერდზე.
„ახალი საკანონმდებლო კრიტერიუმის მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე, -აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,