

შეჯიბრი ცხენოსნობაში ხვალ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის მინდვრებზე მოეწყობა.
მონაწილეთა რეგისტრაცია დილით, 10:00 საათზე დაიწყება. გარდა დოღისა, კიცხისა და ხიდრის მოსახლეობის თხოვნით, ღია ცისქვეშ ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართება.
ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კოტე ბერაძე ამბობს, რომ დოღი ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით, უკვე მესამე წელია ტარდება.
„ჩვენ ღონისძიების ორგანიზებაში ვეხმარებით, – ამბობს კოტე ბერაძე, – პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ნაწარმს – ღვინოს, თაფლსა და სულგუნს წარმოადგენს.
დოღის მხარდამჭერები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის სამსახური, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
წინა წლებში შეჯიბრში ახალგაზრდები ზესტაფონიდან ჩაერთვნენ. წელს, როგორც ვიცი, ბაღდათიდანაც მოდიან. მიხარია, ეს ღონისძიება თანდათან უფრო პოპულარული რომ ხდება“.
ფოტოზე: დოღი სოფელ ხიდარში, 2019 წ.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს