

დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის დადასტურებული 28 ახალი შემთხვევიდან, 12 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერთანაა დაკავშირებული.
ამ კლასტერიდან, საერთო ჯამში, 36 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„3 პაციენტის დაავადების წყარო ცნობილია. 3 პაციენტი არის რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი. 2 პაციენტი – სხვა ქვეყნებიდან შემოსული, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში. 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება.
კოვიდ ცენტრებში 275 კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი“.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1596. მათგან გამოჯანრთელდა – 1294, გარდაიცვალა – 19.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,