

ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინიტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალებათ გაამკაცრონ რეგულაციები, რომელიც პირბადის გამოყენებასა და სოციალური დისტანციის დაცვას ეხება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.
„საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის მატებასთან დაკავშირებით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით 7 186 პირს ჩაუტარდა ტესტირება. ტესტების პასუხები დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას საქართველოში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირიუსთან ერთად ცხოვრება.
15 სექტემბერს სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, რაც ქვეყანაში დამატებით მობილობას გამოიწვევს. ამიტომ აუცილებელია, რეკომენდაციების შესრულება. გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,