
-კორონავირუსთან დაკავშირებული დღევანდელი ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატება არ წარმოადგენს ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ღონისძიებების შემოღების საფუძველს.
-ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს. 12 შემთხვევაა საქართველოში, როცა არ ვიცით ინფიცირების პირველწყარო, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა.
ჩვენ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ და მათთან ერთად ჩვენც.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ირგვლივ მყოფ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ამით ნუ დავმშვიდდებით. კორონავირუსული ინფექცია ჩვენთან კიდევ დიდხანს იქნება. ამიტომ ეს სლოგანი, რომ ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, ძალაშია.
ბალანსირებული პოლიტიკით უნდა შევინარჩუნოთ ეს ეპიდსიტუაცია, რაც არ შეუშლის ხელს სწავლის დაწყებას. არავითარი ჩაკეტვა ბათუმის, ქობულეთის ან შავი ზღვისპირა დასასვენებელი ადგილების არ იქნება და არ იგეგემება.
ზოგადად პოლიტიკა უკვე ე. წ. გამკაცრებული რეგულაციებისკენ აღარ არის. პერიოდულად შესაძლებელია გარკვეულ ადგლებში რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ ტოტალური კარანტინები აღარ იქნება.
კორონავირუსული ინფექცია ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მასთან თანაცხოვრებას, სანამ იქნება ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე იქნება, სანამ იქნება ახალი, პირდაპირი მოქმედების ეთიოტორპული წამალი.
შეგახსნებთ, რომ კორონავირუსი ბათუმში ტკბილეულის მაღაზია „დონას“ 23 თანამშრომელს დაუდასტურა. ასევე ინფიცირებულია ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ სამეცნიერო კონფერენციაზე მყოფი 400 ექიმიდან ერთ-ერთი, თბილისში ორი საკვები ობიექტის თანამშრომლები.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო