

ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს – Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება:
ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა;
მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;
პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.
პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.
პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო, შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 49 დასახლებული პუნქტისთვის და 29 ათასამდე მოსახლისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,