

პანდემიის გამო სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს დოკუმენტების, მათ შორის ატესტატის წარდსაგენად ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით განუსაზღვრა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან.
ამისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 599465426 ან 599465429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისვლის დრო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,