სტუდენტი ვარ – ამის გაცნობიერება აბიტურიენტობისას განცდილ დაღლასა და გამოცდების შედეგებზე ნერვიულობას გავიწყებს.
სტუდენტობით ცხოვრებაში ახალი იმედების, პროფესიის დაუფლების ეტაპი იწყება.
„ჩემი ხარაგაულის“ ხელთ არსებული ამჟამინდელი ინფორმაციით, ხარაგაულიდან წელს სტუდენტი 87 აბიტურიენტი გახდა. მათგან ოთხმა ლიზა ბარბაქაძემ, თამარ ჭიპაშვილმა (ხარაგაულის #2 სკოლა), ანა ყურაშვილმა (მოლითის სკოლა) და ნიკა ბერაძემ (ბორის სკოლა) ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვეს.
70 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა ნია გორგაძემ (ბორითის სკოლა); 50 პროცენტიანი დაფინანსება – მონიკა ბუცხრიკიძემ, ნათია ბურჯანაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა), მარიამ ტალახაძემ (მოლითის საჯარო სკოლა), ლუკა ბერაძემ (ხიდრის საჯარო სკოლა), სალომე რიკაძემ (ბორითის საჯარო სკოლა), ანა მესხმა (სასულიერო გიმნაზია), სალომე მაჭავარიანმა (ბორის სკოლა).
ასპროცენტიანი გრანტის მფლობელები – ლიზა, თამარი და ანა სტუდენტობით განცდილ სიხარულს გვიზიარებენ.
სკოლა სამივემ ოქროს მედალზე დაამთავრა. პროფესიის არჩევა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. სურთ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
მათი მოსწავლეობისა და აბიტურიენტობის ბოლო ეტაპი კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა. ამიტომ ონლაინ მეცადინეობები ცოტა გაუჭირდათ, თუმცა ამბობენ, რომ სასწავლო წელი წარმატებით დაძლიეს.
აბიტურიენტებს უსურვებენ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომონ, დაისახონ ზუსტი მიზანი და შეუძლებელი არაფერია.
ლიზა ბარბაქაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი:
-ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემს დას, ნინოს მიუძღვის. მან გასულ წელს ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვა. ამან მომცა მოტივაცია, რომ ნაკლები შედეგი არც მე მიმეღო და მოლოდინები, რაც ოჯახს, მეგობრებს ჩემს მიმართ ჰქონდათ, გამემართლებინა.
თამარ ჭიპაშვილი, თსუ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი: -ხან ექიმობა მინდოდა, ხანაც ჟურნალისტობა. სამი წლის წინ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩარიცხვა გადავწყვიტე. განსაკუთრებული წვლილი ჩემს წარმატებაში მასწავლებლებს, დედაჩემს და მოძღვარს მიუძღვის. დედა სულ მამხნევებდა. ეკლესიაში კი სულიერად ვმშვიდდებოდი.
ანა ყურაშვილი, თსუ საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტი: -მათემატიკა და უცხო ენა ბავშობიდან მიყვარს. ამიტომ საერთაშორისო ეკონომიკის შესწავლა ინგლისურ ენაზე გადავწყვიტე. ბოლო სამი წელი მოლითის სკოლაში ნამდვილად კარგი განათლება მივიღე. თბილისში მრავალრიცხოვან კლასში მასწავლებლები თითოეულ მოსწავლეს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. აქ კი, სკოლაში, ფაქტობრივად, ინდივიდუალური მეცადინეობები გვიტარდება.
მხოლოდ ორ საგანში, მატემატიკასა და ინგლისურში ვემზადებოდი ბოლო ერთი წელი. ქართულში დამატებით ერთი თვე ვიმეცადინე.
ჩემი მიზანია, ეკონომისტობასთან ერთად კარგად დავეუფლო თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი